ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში 28 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ბლოგერის შეკითხვაზე, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას შეეხებოდა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას და „ხედავენ როგორც აძლირებენ ისენი თავის არმიას დასავლეთის დახმარებით“.
„მინდა ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები და ნუ დააბიჯებენ ერთსა და იმავე ფოცხს,“- განაცხდა ალან გაგლოევმა.
მისივე თქმით, 2015 წელს ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება.
როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავაკაზა წერს, გარდა ამისა, გაგლოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი პარტნიორების დახმარებით, „სამხრეთი ოსეთი“ სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის განკუთვნილი დრონების საწარმოს შექმნას აპირებს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება დრონებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ განაცხადა გაგლოევმა.